Saturday, October 8, 2022

 ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

 

 

გაკვეთილი მიზნად ისახავდა: მოსწავლემ სათანადოდ გამოიყენოს ნასწავლი ლექსიკური ერთეულები.წაიკითხოს,ამოკრიფოს,დაახა-

რისხოს კონკრეტული ინფორმაცია.შეძლოს მარტივი,ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტის  (მენიუს) შედგენა. სათანადოდ გა-

მოიყენოს  ელექტრონული რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.მოსწავლემ შეძლოს საკუთარი  და სხვისი  შეცდ

ომების აღმოჩენა და შესწორება.მონაწილეობა მიიღოს მარტივ ინტერაქციაში და ჯგუფურ მუშაობაში.

ვთვლი, რომ ჩატარებული გაკვეთილის მიზანი შედეგზე იყო ორიენტირებული.სასწავლო მეთოდები შეესაბამებოდა აქტივობებს,

რამაც ხელი შეუწყო  სასურველი შედეგის მიღწევას.

გაკვეთილი დავიწყე საორგანიზაციო საკითხებით.განწყობის შესაქმნელად და საგაკვეთილო პროცესის მზაობისთვის ყველამ ერთად

ზეპირად წავიკითხეთ  ლექსი ,,დაირეკა მხიარული ზარი“.

მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის სამოქმედო გეგმა და მიზანი.რადგან გაკვეთილის ორგანიზების ფორმა გახლდათ ჯგუფებში

მუშაობა,მოსწავლეებს ვთხოვე ჩამოეთვალათ  წესები,რომელიც კანონის სახით გამოკრული გვაქვს კედელზე და რომელსაც  ყოველ

თვის ვიცავთ  ჯგუფური მუშაობის დროს. ასევე გავაცანი  თვითშეფასების და ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკები,რადგან 

მოსწავლეებს ჰქონოდათ ნათელი წარმოდგენა რაში იღებდნენ  შეფასებას.

 შემდეგ შევამოწმეთ საშინაო დავალება.მოსწავლეებმა შეამოწმეს ერთმანეთის დავალება დაფაზე  მოცემული ცხრილის  მიხედვით,

იპოვეს დაშვებული შეცდომები და შეასწორეს.

მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და ეპიგრაფი, წარვუდგინე პრეზენტაცია, ,,დომანის განმავითარებელი  ბარათები“,სადაც

მოცემულია კვების პროდუქტები, რაც დაეხმარა მოსწავლეებს უკეთ აღექვათ ახალი გაკვეთილის თემატიკა.

დაუსვი შეკითხვები გაკვეთილის ეპიგრაფთან  დაკავშირებით,ვთხოვე  გამოეთქვათ თავისი აზრი.მოსწავლეებმა მოახდინეს ნანახის

შინაარსის გადმოცემა და მონაწილეობა მიიღეს კითხვა-პასუხში,რომლის დროს სწორად გამოიყენეს ნასწავლი გრამატიკული კონსტ-

 რუქციები.ვიმსჯელეთ სპორტისა და ჯანმრთელობის ურთიერთ კავშირზე.

გეგმის მიხედვით გათვალისწინებული საბავშვო განმავითარებელი მულტფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეები ჩაერთვნენ ნანახი

ვიდეო მასალის გაანალიზებაში.გავარჩიეთ ახალი ლექსიკური ერთეულები,რომელიც მათთვის უცნობი იყო,ასევე ის ლექსიკური

ერთეულები,რომელიც მათ სახელმძღვანელოს  ტექსტის გარჩევისას დასჭირდებოდათ.

ჯგუფებმა მიიღეს დავალება და საჭირო რესურსი ტექსტზე მუშაობისათვის.მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობის დროს გამოიყენეს

ახალი ლექსიკური ერთეულები და ძიებითი კითხვის სტრატეგიები დავალების შესასრულებლად. მოსწავლეებმა დაიცვეს ჯგუფური

მუშაობის დროს საჭირო ქცევის წესები,ასევე დროის ლიმიტი დავალებების  შესრულების დროს .

გაკვეთილის  შემდეგ  ეტაპზე ჯგუფებმა წარადგინეს შესრულებული დავალება: ქაღალდის თეფშებზე მათ გაანაწილეს იმ კერძების

სურათები რასაც  დღის განმავლობაში მიირთმევდა მოთხრობის გმირი.

შევასრულეთ პრაქტიკული სავარჯიშოები ,,LearningApps.org”  რესურსის გამოყენებით https://learningapps.org/display?v=p2ep100un18 ;                             

https://learningapps.org/display?v=p7foc1up518          ;     https://learningapps.org/display?v=p43fuh5qa18 კვებაზე და კვების პროდუქტებზე.

შევადგინეთ მენიუ.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს დავურიგე ფორმატის ფურცლები ,,წარმატების ხის“  გამოსახულებით, სადაც  მათ  მოახდინეს

თვითშეფასება ,,წარმატების ხეზე“ ფერადი სტიკერების მიმაგრებით. წითელი ფერი აღნიშნავს: 3-4 შეცდომა; ყვითელი - 1-2 შეცდომა

მწვანე - 0.

გაკვეთილის შემდეგი ეტაპი  საშინაო დავალება:  მოსწავლეებს ევალებათ საკუთარი მენიუს შედგენა,საუზმის ან სადილის ფოტოს

 გადაღება.

ვფიქრობ ამგვარად წარმართული გაკვეთილი აუმჯობესებს სასწავლო პროცესს და მის შედეგებს ,დადებითად აისახება მოსწავლეზე.

გაიზარდა თითოეული მოსწავლის  ჩართულობა გაკვეთილზე,ეუფლებიან ინტერნეტ ტექნოიოგიებს,სასწავლო რესურსების გამოყე-

ნებას.სწავლობენ ცოდნის კონსტრუირებას ჩემი დახმარებით,მაგალითებით და ერთმანეთისაგან.მოსწავლეს ენიჭება  არჩევის

 მეტი თავისუფლება. გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა. მიმაჩნია რომ გაკვეთილის მიზანს მივაღწიეთ.მოსწავლეები აქტიუ-

 რად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

 

No comments:

Post a Comment